• პრესკომფერეცია

  • Enter Slide 2 Title Here

  • Enter Slide 3 Title Here

  • Enter Slide 3 Title Here

კეთილი იყოს თქვენი შემობრძანება საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის (GLIP) ვებ-გვერდზე

"საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის"(GLIP) არის ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის დეკემბერში და წარმოადგენს 300 მეტი მოქმედი ადვოკატის ინტერესებს საქართველოში.
ორგანიზაცია შეიქმნა პერიოდში, როცა ადვოკატთა კორპუსი დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შესუსტებულია ადვოკატის როლი; ადვოკატის ფუნქცია არასწორადაა გააზრებული და მის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მინიმალურია; სუსტადაა განვითარებული იურიდიული განათლების და ადვოკატთა კვალიფიკაციის ამაღლების სისტემა; ადგილი აქვს ადვოკატთა კორპუსის პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას და სხვადასხვა ინტერეს-ჯგუფებს შორის კონფლიქტს.
ჩვენი ორგანიზაციის წევრებს სიღრმისეულად აქვთ გააზრებული ადვოკატის როლი მართლსაჯულების სისტემასა და საზოგადოებაში. ადვოკატს, როგორც სასამართლო სისტემის სუბიექტს, კლიენტის ინტერესების დაცვასთან ერთად, გააჩნია სპეციალური ვალდებულება ხარისხიან მართლმსაჯულებაზე. ამ მხრივ, ადვოკატის პროფესიულ დამოუკიდებლობას, სათანადო კვალიფიკაციას, პროფესიულ ეთიკას და რეპუტაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება...