განვითარების ცენტრი

ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრი
CPDL - ის შექმნის საჭიროება
  • ადვოკატებს სჭირდებათ კვალიფიკაციის ამაღლება ;
  • განგრძობადი იურიდიული განათლების რეალური იმპლემენტირების დრო დადგა ;
  • ადვოკატთა რიცხვი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მოიმატებს ;
  • კანონმდებლობის დინამიურ რეჟიმში განვითარება ადვოკატთა პროფესიული გადამზადების საჭიროებას განაპირობებს ;
  • პროცესის შეჯიბრებითობიდან გამომდინარე ადვოკატთა კორპუსის პროფესიული მზაობა საჭიროებს გაძლიერებას ;
CPDL - ი ს საქმიანობის მიზნებია
  • ადვოკატთა პროფესიული მომზადება ;
  • ადვოკატთა თეორიული ცოდნის გაღრმავება ;
  • ადვოკატთა პროფესიული სრულყოფის მიზნებისათვის მათი გადამზადება ;
  • პრაქტიკული მუშაობისათვის აუცილებელი უნარ _ ჩვევების გამომუშავება ;
  • იურიდიული კლინიკის ფუნქციონირების ორგანიზება ;
  • ადვოკატის ინტეგრაცია იმ სოციალურ გარემოში , რომელშიც მას უწევს საქმიანობა ;
  • ადვოკატების პროფესიული ცოდნის გაღრმავება და განათლების დონის ამაღლება ;
  • ურთიერთთანამშრომლობა პროფესიულ გაერთიენებებსა და მსგავსი დაწესებულებების სასწავლო ცენტრებთან ;
  • ურთიერთობების დამყარება სახელმწიფო და არასახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებთან ;
CPDL საქმიანობის ფორმები
  • ატარებს ტრენინგებსა და სემინარებს ;
  • ატარებს სამუშაო შეხვედრებს , კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებს მსგავს გაერთიანებებთან , სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებებთან ;
  • აწარმოებს კვლევით და სამეცნიერო საქმიანობას სამართლის ცალკეულ პრობლემებზე ;
  • ატარებს სხვადასხვა ტიპის სასწავლო კურსებს იურიდიული განათლების პოპულარიზაციისა და განვით ა რების ხელშესაწყობად ;
  • მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს და უცხოეთის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებთან სასწავლო კლინიკის ორგანიზებისა და წარმართვის კუთხით ;
CPDL სემინარებისა და ტრენინგების ჩატარების წესი
  • სემინარები და ტრენინგები ტარდება GLIP - ს გამგეობის მიერ და CPDL სამეურვეო საბჭოს მიერ წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული ტრენინგ - სემინარების პროგრამის , გრაფიკის და წესის შესაბამისად ;
  • სემინარებსა და ტრენინგებს ატარებენ , როგორც გაერთიანების კვალიფიციური წევრები , ასევე სპეციალურად მოწვეული ქართველი თუ უცხოელი გამოცდილი სპეციალისტები .
  • სემინარებსა და ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ ადვოკატს .
CPDL-ის საქმიანობის საბოლოო ბენეფიციარი
  • ქართული იურიდიული პროფესია
  • ქართული საადვოკატო კორპუსი
CPDL სტრუქტურა
ცენტრის მართვის ორგანოებია სამეურვეო საბჭო, აღმასრულებელი დირექტორი ;
აღმასრულებელი დირექტორი
  • აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გაერთიანების გამგეობა ;
  • აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობრივად შედის ადვოკატთა პროფესიული განვითარების ცენტრის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში .
CPDL სამეურვეო საბჭო
  • განსაზღვრავს ცენტრის საქმიანობის მიმართულებებს , კოორდინაციას უწევს და მათ აღსრულებას ზედამხედველობს ;
  • სამეურვეო საბჭო იქმნება 7 წევრის შემადგენლობით ;
  • სამეურვეო საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი , რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება და სამეურვეო საბჭოს წევრის ფუნქციების განხორციელებისათვის საკმარისი კვალიფიკაცია და პროფესიული გამოცდილება ;
  • სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს სამართლის გამოჩენილი ქართველი და უცხოელი სპეციალისტები და პრაქტიკოსი იურისტები ;
ძირითადი მიმართულებებია:
  • ტრენინგები
  • ადვოკატის პრაქტიკულ უნარ - ჩვევები ;
  • პროფესიული ეთიკის სტანდარტები ;
  • საავტორო სამართლის საკითხები ;
  • მედიაციის ინსტიტუტის პრაქტიკული ასპექტები ;
  • გადახდისუუნარობის საქმისწარმოების შესახებ არსებული კანონმდებლობა ;
  • საარბიტრაჟო საქმისწარმოების თემატიკა ;
  • არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები ;
  • შრომის კანონმდებლობა ;
  • ახალი სისხლის სამართლის პროცესი ;
  • ახალი საგადასახადო კოდექსის პრაქტიკული ასპექტები ;
  • მედია სამართალი ;
CPDL და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები
წამყვან სამართლის სკოლებთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები ერთობლივი იურიდიული კლინიკების ორგანიზების შესახებ
CPDL და იურიდიული პროფესია
ვგეგმავთ იურიდიულ ოფისებთან თანამშრომლობას და იურიდიულ პროფესიაში შემოსვლის მსურველების უზრუნველყოფას ერთ წლიანი სტაჟირებით წამყვან ქართულ იურიდიულ ფირმებში
CPDL და უცხოელი ექსპერტები
ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს გამოჩენილ სამართლის სპეციალისტებთან სამომავლოდ , საქართველოში , ქართველი ადვოკატებისათვის , სამართლის სხვადასხვა თემებზე ტრენინგების გამართვასთან დაკავშირებით
CPDL და განგრძობადი იურიდიული განათლება
ჩვენ შევთავაზებთ ადვოკატებს სასერტიფიკატო კურსებს, რითაც მათ მიეცემათ საშუალება მიიღონ სავალდებულო კრედიტ საათები განგრძობადი იურიდიული განათლების პროცესში
CPDL და დისტანციური სწავლება
პერსპექტივაში იგეგმება ინტერნეტ კურსების შეთავაზება მსმენელთათვის, რის შედეგადაც სახლიდან გაუსვლელად, იქნება შესაძლებელი უცხოეთის მსგავსი ტიპის ორგანიზაციის სასწავლო პროგრამებში მონაწილეობა.