ტრეინინგი

2014 წლის 2-3 და 4-5 თებერვალს გაიმართება განგრძობადი იურიდიული განათლების პროგრამის ფარგლებში მოქმედი ადვოკატებისთვის ტრენინგი ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართალში სასტუმრო „ამბასადორში"
(თემატიკა: გაეროს და ევროსაბჭოს გასაჩივრების მექანიზმები; სამართლიანი სასამართლოს უფლება; გამოხატვის თავისუფლება; შრომის უფლება; შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება).
თითოეული ტრენინგი ორდღიანია და გაიცემა მონაწილეობის სერტიფიკატი.
ტრენინგი ტარდება „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის" ეგიდით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ფინანსური მხარდაჭერით.
ტრენინგს გაუძღვებიან ბატონები: კონსტანტინე კორკელია - თსუ, სრული პროფესორი; ბესარიონ ბოხაშვილი - სამართლის ექსპერტი, ირაკლი ყანდაშვილი - ადვოკატი.
დაინტერესებულმა ადვოკატებმა გთხოვთ 2014 წლის 30 იანვრამდე გააგზავნეთ ავტობიოგრაფია შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@glip.ge