აიპ „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“ წევრთა საყურადღებოდ !!!!!!

გაცნობებთ, რომ 2013 წლის 21 დეკემბერს 13:00 საათზე, სასტუმრო `Holiday Inn`-ში (მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 1) გაიმართება `საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის` საერთო კრება, შემდეგი დღის წესრიგით:
1. კრების გახსნა და ხმის დამთვლელი კომისიის არჩევა (13:00 - 13:10).
2. თავმჯდომარის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ (13:10 - 13:30).
3. გამგეობის წევრთა არჩევა (13:30 - 14:30).
4. სხვადასხვა საკითხები (14:30 - 15:00).
კრებაში მონაწილე წევრების რეგისტრაცია იწარმოებს 12:30 დან 13:00 საათამდე.
წევრებმა, ვისაც გსურთ საკუთარი კანდიდატურების წარდგენა ასოციაციის გამგეობის წევრის თანამდებობაზე, გთხოვთ, მოახდინოთ ნომინირება წესდების 13.10 მუხლის შესაბამისად, 2013 წლის 20 დეკემბრამდე, ორგანიზაციის ოფისში, მისამართზე: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 24

გთხოვთ დაესწროთ,

დავით ასათიანი
გამგეობის თავმჯდომარე