წესდება

დამტკიცებულია: არაკომერციული იურიდიული პირის “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისთვის” 19.12.2009 წლის დამფუძნებელი საერთო კრების მიერ
 
არაკომერციული იურიდიული პირი
"საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის"
წ ე ს დ ე ბ ა
ვინაიდან, ადვოკატთა კორპუსი წარმოადგენს ქვეყნის სამართლებრივი განვითარების ძირითად ინსტიტუტს;
ვინაიდან, ადვოკატების მთავარი ღირსება პროფესიული დამოუკიდებლობა და თავისუფლებაა;
ვინაიდან, ვათვითცნობიერებთ პასუხისმგებლობას, რათა ადვოკატთა კორპუსი ჩამოყალიბდეს ძლიერ და სამართლიან გაერთიანებად;
ვთანხმდებით დაფუძნდეს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”
მუხლი 1. სახელწოდება
არაკომერციული იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა:
ა) ქართულად: არაკომერციული იურიდიული პირი “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის”.
ბ) ინგლისურად: Non Commercial Legal Entity  “Georgian Lawyers for Independent Profession”.
მუხლი 2. სამართლებრივი სტატუსი
2.1 არაკომერციული იურიდიული პირი “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” (შემდგომში“კავშირი”) წარმოადგენს ადვოკატების ნებაყოფლობით, ადვოკატთა უფლებადაცვით და ადვოკატის პროფესიის განვითარების მიზნებისათვის, პირთა წევრობაზე დაფუძნებულ კერძო სამართლის არაკომერციულ იურიდიულ პირს  და შექმნილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე.
2.2. კავშირი მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, კანონმდებლობისა და საკუთარი წესდების შესაბამისად. 2.3. კავშირს გააჩნია განცალკევებული ქონება და ბალანსი, საანგარიშსწორებო და სხვა სახის, მათ შორის სავალუტო, ანგარიშები ბანკში, მრგვალი ბეჭედი, ემბლემა და  იურიდიული პირის მიერ დამტკიცებული სხვა სიმბოლიკა.
მუხლი 3. კავშირის ადგილსამყოფელი
კავშირის ადგილსამყოფელია: ქალაქი თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზირი #24.
მუხლი 4. ხანგრძლივობა
კავშირი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით.
მუხლი 5. კავშირის მიზნები და ფუნქციები
კავშირის მიზნები და ფუნქციებია:
5.1 საქართველოში მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფა და კანონის უზენაესობის განმტკიცების ხელშეწყობა;
5.2 იურიდიული პროფესიის განვითარების ხელშეწყობა;
5.3 საზოგადოებაში სამართლებრივი კულტურისა და მართლშეგნების დამკვიდრება; 5.4 იურიდიული მეცნიერების და იურიდიული განათლების სისტემის მხარდაჭერა;  5.5 ადამიანის უფლებათა შესახებ დამოუკიდებელი და კომპენტენტური საზოგადოებრივი აზრის ფორმირება; 5.6 ადვოკატებისათვის მათი საქმიანობის განხორციელებაში თანადგომა, მათ შორის ადვოკატის პრესტიჟისა და პროფესიული დონის ამაღლება; 5.7 ადვოკატის უფლებების, პროფესიული თავისუფლების, ინტერესების და დამოუკიდებლობის დაცვის ხელშეწყობა; 5.8 საადვოკატო საქმიანობაში ჩაურევლობის უზრუნველყოფა; 5.9 ადვოკატთა კვალიფიკაციის დონის ამაღლება; 5.10 დამოუკიდებელ ადვოკატთა ძლიერი კორპუსის შექმნა და საადვოკატო საქმიანობის, როგორც თავისუფალი პროფესიის შენარჩუნება; 5.11 ადვოკატების საერთო პროფესიული ინტერესების დაცვა და ლობირება; 5.12 საზოგადოებაში ადვოკატის ნდობის და რეპუტაციის ამაღლება; 5.13 ადვოკატთა კორპუსის კონსოლიდაცია; 5.14 კანონშემოქმედებითი საქმიანობაში, სასამართლო პრაქტიკის განზოგადებასა და სამართლებრივი პროექტების განხორციელებაში მონაწილეობა; 5.15 სოციალურად დაუცველ პირთათვის უფასო იურიდიული დახმარების (პრო ბონო) გაწევა; 5.16 ადვოკატთა კლუბის ორგანიზება.
მუხლი 6. კავშირის საქმიანობის პრინციპები და საქმიანობის ფორმები
პრეამბულა
თავი I. ზოგადი დებულებები
თავი II. მიზნები, ფუნქციები და საქმიანობა
http://glip.ge/cesdebapdf.html Page 1 / 5
6.1. კავშირის საქმიანობის პრინციპებია: სამართლიანობა, აპოლიტიკურობა, კოლეგიალობა, ერთიანობა და გუნდურობა, თავისუფლება გადაწყვეტილების მიღებაში, მიღებული გადაწყვეტილების პატივისცემა და შესრულება, სამართლებრივი სისტემის და კოლეგების პატივისცემა, ინტერესების დაცვა მხოლოდ კანონის და კორექტულობის  ფარგლებში, მემკვიდრეობითობა.
6.2. კავშირი თავისი მიზნების და ფუნქციების განსახორციელებლად ეწევა შემდეგ საქმიანობას:
ა) ორგანიზებას უწევს ადვოკატთათვის სასწავლო ტრენინგებისა და ლექციების  ჩატარებას; ბ) ორგანიზებას უწევს ადვოკატებისათვის სემინარებს, დისკუსიებს, მრგვალ მაგიდებს და სხვა პროექტების განხორციელებას; გ) გამოსცემს კავშირის პერიოდულ ჟურნალს; დ) მოიძიებს დაფინანსების წყაროებს; ე) მონაწილეობს კანონშემოქმედებით საქმიანობაში; ვ) განაზოგადებს სასამართლო პრაქტიკას; ზ) შეიმუშავებს ადვოკატთა წახალისების წესებს; თ) მიიღებს და გასცემს გრანტებს. ი) თანამშრომლობს ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებთან, მათ შორის ადვოკატთა, იურისტთა გაერთიანებებთან, როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; კ) ქმნის რეგიონალურ ორგანიზაციებს, ფილიალებს, წარმომადგენლობებს; ლ) შეიმუშავებს კავშირის წევრთა ქცევის წესებს.  6.3 კავშირი ახორციელებს ნებისმიერ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მისი მიზნების და ფუნქციების განხორციელებასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. კავშირის მიერ განხორციელებული ეკონომიკური საქმიანობა უნდა ატარებდეს მხოლოდ დამხმარე ხასიათს და ემსახურებოდეს კავშირის მიზნებს.
მუხლი 7. კავშირის დამფუძნებლები:
კავშირის დამფუძნებელი წევრები არიან:
1. ზურაბ ტაბიძე, 2. დავით ლანჩავა, 3. როინ მიგრიაული, 4. მანანა კობახიძე, 5. ლევან იოსელიანი, 6. დავით რამიშვილი, 7. პავლე აბაიაძე, 8. ბონდო ალასანია, 9. ბესარიონ  ქარცივაძე, 10. ირაკლი ყანდაშვილი, 11. გიორგი ტურაზაშვილი, 12. თეიმურაზ მესხი, 13. დიმიტრი ხაჩიძე, 14. თორნიკე ბაქრაძე, 15. დავით ასათიანი, 16. ელენე ფილეევი, 17. ანა ეხვაია, 18. ხათუნა ფურელიანი, 19. აგნესა ბართაია, 20. თეა ჭეიშვილი, 21. ლევან სანებლიძე, 22. ნიკოლოზ ლეგაშვილი, 23. შორენა ბერაია, 24. თინათინ გოგოლაძე, 25. თამაზ  კოსალაშვილი, 26. თამარ მაჭავარიანი, 27. ზურაბ ჟივიძე, 28. ანა მურაჩაშვილი, 29. ინგა ბერიძე, 30. შორენა ძინძიბაძე, 31. რაისა ლიპარტელიანი, 32. ალეკო ლუტიძე, 33. მიხეილ  ნამგალაძე, 34. გიორგი ქათამაძე, 35. ირინა გრიგოლია, 36. გიორგი ჯელაძე, 37. ეკატერინე მიშველიძე, 38. რამაზ მორჩილაძე, 39. თამარ ნიკოლეიშვილი, 40. შორენა რაზმაძე, 41. ლავან თექთუმანიძე, 42. დავით ჭიკაიძე, 43. ნათია ხითარიშვილი, 44. ნათია ხვედელიძე, 45. ანდრონიკ სარიბეკოვი, 46. ქეთევან თურაზაშვილი, 47. დარიკო თორდია, 48. ივანე  პეტრიაშვილი, 49. ნინო გოგოლაძე, 50. ეკატერინე თორდია.
მუხლი 8. კავშირის წევრად მიღება
8.1. კავშირის წევრობა არის ნებაყოფლობითი. კავშირის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს საადვოკატო საქმიანობის განხორციელების უფლება (ადვოკატის სტატუსი), გაწევრიანების მოთხოვნით, დადგენილი წესით, მიმართა კავშირის გამგეობას და წარადგინა კავშირის მინიმუმ 5 მოქმედი წევრის დადებითი და დასაბუთებული რეკომენდაცია.  8.2 კავშირში შეიძლება მიღებულ იქნას ასოცირებული და საპატიო წევრები. კავშირის ასოცირებული და საპატიო წევრი შეიძლება გახდეს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკური პირი. 8.3 საპატიო წევრი და ასოცირებული წევრი არ იხდის საწევრო გადასახადს, სარგებლობს მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით. იგი არ შეიძლება არჩეულ იქნეს კავშირის მმართველობით ან მაკონტროლებელ ორგანოებში.  8.4 კავშირის წევრს მოთხოვნის შესაბამისად ეძლევა წევრობის დამადასტურებელი მოწმობა. 8.5 კავშირის წევრობა რომელიმე წევრისგან არ გადაეცემა სხვა პირებს და არც მემკვიდრეობით გადადის. 8.6 კავშირის წევრობა შეიძლება შეწყდეს კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით შემდეგ შემთხვევებში:  ა) ფიზიკური პირის პირადი განცხადების საფუძველზე; ბ) 6 (ექვსი) თვის საწევრო გადასახადის გადაუხდელობის შემთხვევაში; გ) კავშირის საწესდებო მოთხოვნების შეუსრულებლობის, აგრეთვე კავშირის ინტერესების და რეპუტაციის შელახვის შემთხვევაში; დ) კავშირის წევრთა “ქცევის წესების” დარვევის შემთხვევაში;   ე) კავშირის წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში. 8.7 კავშირში გაწევრიანებისათვის პირმა განცხადებასთან ერთად კავშირის გამგეობას უნდა წარუდგინოს დიპლომი უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ, ადვოკატის  სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (ადვოკატის მოწმობა), ცნობა ნასამართლობის შესახებ, პირადობის მოწმობის ასლი, ავტობიოგრაფია, შესაბამისი რეკომენდაციები  და 4 ცალი ფერადი ფოტოსურათი. 8.8 კავშირის გამგეობა, განცხადების მიღებიდან ერთი თვის ვადაში, გაწევრიანების მსურველთან გასაუბრების საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას პირის კავშირში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
მუხლი 9. წევრის უფლებები და მოვალეობები
9.1 კავშირის წევრს უფლება აქვს: ა) აირჩიოს და არჩეულ იქნას კავშირის მართვის ორგანოებში; ბ) მიიღოს მონაწილეობა კავშირის საერთო კრების მუშაობაში;  გ) მონაწილეობდეს კავშირის პროგრამებსა და პროექტებში, მათ შემუშავებასა და განხილვაში; დ) გაეცნოს კავშირის მართვის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს; ე) თავისი სურვილით გავიდეს კავშირიდან. 9.2 კავშირის წევრი მოვალეა: ა) დაიცვას კავშირის წესდების მოთხოვნები, კავშირის ინტერესები და რეპუტაცია; ბ) დაემორჩილოს კავშირის მიერ დამტკიცებულ ეთიკის ნორმებს; გ) ხელი შეუწყოს კავშირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას;  დ)დროულად გადაიხადოს კავშირის საწევრო შენატანები, გამგეობის მიერ დადგენილი ოდენობით და წესით;   ე) კავშირის მოთხოვნისამებრ წარუდგინოს დამატებითი მონაცემები ან მათი ცვლილებები წევრთა სიის ორგანიზების ინტერესებიდან გამომდინარე. ვ) დაიცვას კავშირის საქმიანობის კონფიდენციალურობა. 9.3. კავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებული ერთი ან რამოდენიმე უფლება კავშირის წევრს შეიძლება შეიზღუდოს კონკრეტული ვადით, კავშირის გამგეობის გადაწყვეტილებით.
მუხლი 10. წევრობის შეჩერება და შეწყვეტა
წევრის უფლებამოსილებების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხებს წყვეტს კავშირის გამგეობა.
თავი III. კავშირის წევრობა
თავი IV. კავშირის მართვა
http://glip.ge/cesdebapdf.html Page 2 / 5
მუხლი 11. კავშირის მართვის ორგანოები
კავშირის მართვის ორგანოებია კავშირის საერთო კრება და კავშირის გამგეობა.
მუხლი 12. კავშირის საერთო კრების კომპეტენცია
12.1 კავშირის უმაღლესი ორგანოა საერთო კრება (შემდგომში “საერთო კრება”). 12.2 საერთო კრება:  ა) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს კავშირის წესდებას (წესდების ახალ რედაქციას) და შეაქვს მასში ცვლილებები და დამატებები. ბ) დამსწრეთა უმრავლესობით ირჩევს და ათავისუფლებს კავშირის გამგეობის წევრებს.  გ) დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს კავშირის წევრთა ქცევის წესებს (ეთიკის სტანდარტებს). დ) ისმენს კავშირის გამგეობის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ. ე) იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის წევრთა ანაზღაურების საკითხის შესახებ და საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში განსაზღვრავს ანაზღაურების ოდენობას;  ვ) იღებს გადაწყვეტილებას კავშირის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ.
მუხლი 13. კავშირის საერთო კრების მოწვევა
13.1 საერთო კრება იმართება სულ მცირე წელიწადში ერთხელ, როგორც წესი, დეკემბრის მეორე შაბათ დღეს და იგი უფლებამოსილია თუ მასზე წარმოდგენილია კავშირის  წევრთა ნახევარზე მეტი. ქვორუმის არარსებობის შემთხვევაში, 2 კვირის ვადაში, მოიწვევა განმეორებითი საერთო კრება, რომელიც უფლებამოსილია მიუხედავად დამსწრე  წევრთა რაოდენობისა. 13.2 საერთო კრება გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით, წარმოდგენილ წევრთა უბრალო უმრავლესობით. კონკრეტული საკითხის კენჭისყრის წინ საერთო კრებამ  შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კენჭისყრის ფარულად ჩატარების თაობაზე.   13.3 საერთო კრების მოწვევისა და თავმჯდომარეობის უფლებამოსილება გააჩნია კავშირის თავმჯდომარეს ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოადგილეს.  13.4 რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის მოთხოვნისა და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანის უფლებამოსილება გააჩნია კავშირის წევრთა არანაკლებ 1/5-ს ან/და გამგეობის არანაკლებ 3 წევრს. 13.5 კავშირის თავმჯდომარე უზრუნველყოფს მოთხოვნილი რიგგარეშე კრების მოწვევას და შემოთავაზებული საკითხების შეტანას დღის წესრიგში.   13.6 კავშირის თავმჯდომარე უზრუნველყოფს დღის წესრიგის შემუშავებას და გასაცნობად გამოქვეყნებას. 13.7 კავშირის საერთო კრება, როგორც წესი, ტარდება შაბათ დღეს. 13.8 კავშირის კრება ტარდება კრების მოწვევის შესახებ განცხადების და დღის წესრიგის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან არაუადრეს 10 და არაუგვიანეს 20 დღისა. 13.9 კავშირის საერთო კრების მსვლელობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კრების თავმჯდომარე.          13.10 გამგეობის წევრთა ნომინირება, როგორც წესი, ხორციელდება შემდეგი პროცედურით: ა) საერთო კრების თარიღის გამოქვეყნებიდან შვიდი დღის ვადაში კავშირის  გამგეობის წევრობის მსურველი კანდიდატი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წარადგინოს  განაცხადება კავშირის სამდივნოში. განცხადება უნდა შეიცავდეს კანდიდატის  სახელს და გვარს, ინფორმაციას საადვოკატო ბიუროში საქმიანობის, პროფესიული გამოცდილების, ადვოკატად მუშაობის სტაჟის შესახებ.  ბ) კავშირი უზრუნველყოფს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სავალდებულო მოთხოვნებთან შესაბამისობის გადამოწმებას განცხადების მიღებიდან სამი დღის  ვადაში. თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აკმაყოფილებს კანონმდებლობისა და ამ წესდების მოთხოვნებს, კავშირის გამგეობა უზრუნველყოფს მსურველის  რეგისტრაციას კანდიდატად და შეაქვს საარჩევნო ბიულეტენში. გ) საარჩევნო დღეს კანდიდატების ნომინირება დაუშვებელია. დ) პირს უფლება აქვს მოხსნას საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრის დაწყებამდე. ამ შემთხვევაში, საარჩევნო ბიულეტენში აღნიშნული კანდიდატის გასწვრივ კეთდება  აღნიშვნა - “კანდიდატურა მოხსნილია”, და ასეთი კანდიდატის მიერ მიღებული ხმები არ დაითვლება.
მუხლი 14. კავშირის გამგეობა
14.1. კავშირის საქმიანობას საერთო კრებებს შორის პერიოდში წარმართავს კავშირის გამგეობა, რომელიც აღმასრულებელი ორგანოა და ანგარიშვალდებულია საერთო კრების წინაშე.  14.2 კავშირის გამგეობა შედგება 12 წევრისაგან, რომლთაც 2 წლის ვადით ირჩევს კავშირის საერთო კრება, კავშირის წევრთა შემადგენლობიდან.  14.3 გამგეობის წევრებად არჩეულად ითვლებიან ის კანდიდატები, რომელიც მიიღებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმას. კანდიდატების მიერ ხმათა თანაბარი რაოდენობის  მიღების შემთხვევაში, თუ მათი რაოდენობა აღემატება ასარჩევ წევრთა რაოდენობას, ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.  14.4 კავშირის გამგეობის სხდომა იმართება სულ მცირე თვეში ერთხელ. 14.5 გამგეობა უფლებამოსილია თუ მის სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილებები მიიღება დამსწრე წევრთა უბრალო უმრავლესობით, თუ ამ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხმის გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 14.6 გამგეობის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) კავშირის თავმჯდომარის მიერ; ბ) კავშირის გამგეობის არანაკლებ სამი წევრის მიერ. 14.7 გამგეობის სხდომის მოწვევას უზრუნველყოფს კავშირის თავმჯდომარე. 14.8 გამგეობის წევრთა უფლებამოსილება გრძელდება ახალი წევრების არჩევამდე. 14.9 გამგეობის წევრი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. 14.10 სხდომის მოწვევისა და დღის წესრიგის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოთ გამგეობის წევრებს. 14.11 გამგეობის სხდომაზე დგება ოქმი, რომლის შედგენასაც უზრუნველყოფს სხდომის თავმჯდომარე. სხდომის ოქმს ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე და გამგეობის დამსწრე წევრები. 14.12 გამგეობა გადაწყვეტილებას იღებს “გამგეობის გადაწყვეტილების” სახით, რომელსაც ხელს აწერს სხდომის თავმჯდომარე. 14.13 გამგეობის გადაწყვეტილებები აღირიცხება ჟურნალში გადაწყვეტილების ნომრის, სხდომის ჩატარების ადგილის, თარიღის, გადაწყვეტილების მოკლე შინაარსის  მითითებით და განთავსდება კავშირის ვებ-გვერზე.  14.14 გამგეობა უზრუნველყოფს აღრიცხვის ჟურნალის წარმობას და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. 14.15 კავშირის გამგეობის წევრი ვალდებულია დაიცვას კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალობა და დაუყოვნებლივ აცნობოს გამგეობას მსგავსი მიზნების მქონე სხვა ორგანიზაციაში გაწევრიანების, მუშაობის დაწყების ან ასეთი ორგანიზაციის მართვის ორგანოებში არჩევის/დანიშვნის შესახებ.
მუხლი 15. კავშირის გამგეობის უფლებამოსილება
15.1. კავშირის გამგეობა: ა) კოლეგიურად ახორციელებს კავშირის ხელმძღვანელობას. ბ) ირჩევს თავისი შემადგენლობიდან კავშირის თავმჯდომარეს და მის მოადგილეს 2 წლის ვადით;  გ) იღებს გადაწყვეტილებას პირის კავშირში გაწევრიანების ან გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ. დ) იღებს გადაწყვეტილებას კავშირის წევრობის შეჩერების და შეწყვეტის შესახებ. ე) აღასრულებს საერთო კრების გადაწყვეტილებებს. ვ) არსებული მონაცემების საფუძველზე, დადგენილი წესით ორგანიზებას უწევს კავშირის წევრთა სიის შედგენას, მასში ცვლილებების შეტანას და მის გამოქვეყნებას.  ზ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის წესდების პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. თ) საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის წევრთა ქცევის წესების პროექტს და წინადადებებს მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე. ი) ამტკიცებს კავშირის სიმბოლიკას. კ) სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს კავშირის ბიუჯეტს და მომდევნო წლის ხარჯთაღრიცხვას.  ლ) ამტკიცებს კავშირის ორგანიზაციულ სტრუქტურას, საშტატო განრიგს, სახელფასო ფონდს და ადგენს კავშირის თავმჯდომარის, გამგეობის წევრთა, დაქირავებულ პირთა  ხელფასების, სამივლინებო და სხვა ადმინისტრაციული ხარჯების ოდენობას.  მ) ამტკიცებს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და თავის წევრთაგან განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფების კურატორთა ვინაობას.
http://glip.ge/cesdebapdf.html Page 3 / 5
ნ) ამყარებს საერთაშორისო კავშირებს და ამ ურთიერთობებში არის კავშირის წარმომადგენელი. ო) გამოსცემს კავშირის საინფორმაციო ბიულეტენს ან სხვა პერიოდულ გამოცემას. პ) იღებს გადაწყვეტილებას უძრავი ქონების შეძენის, გასხვისების, უფლებრივად დატვირთვის, სესხის აღების, გაცემის და სხვა ნებისმიერი გარიგების დადების თაობაზე, რომლის ღირებულებაც აღემატება კავშირის წლიური ბიუჯეტის 10%-ს.  ჟ) ორგანიზებას უწევს წევრების წახალისების ღონისძიებებს წარმატებული საქმიანობის ან კავშირის განვითარებისთვის შეტანილი წვლილის გამო. რ) ორგანიზებას უწევს კავშირის წევრებისთვის კონფერენციების, სემინარების, პროექტების და სხვადასხვა ღონისძიების განხორციელებას.  ს) ორგანიზებას უწევს სასწავლო ცენტრის ფუნქციონირებას და ნიშნავს მის ხელმძღვანელს. ტ) იღებს გადაწყვეტილებას გრანტის მიღების და გაცემის თაობაზე. უ) იღებს გადაწყვეტილებას კავშირის წევრისათვის სოციალური დახმარების გაწევის შესახებ. ფ) იღებს გადაწყვეტილებას კავშირის რეგიონალური წარმომადგენლობების შექმნისა მისი საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე. ქ) ადგენს საწევრო შენატანების და დამატებითი მიზნობრივი გადასახადების ოდენობას და იღებს გადაწყვეტილებას საწევრო შენატანის გადახდისაგან წევრის  გათავისუფლების ან/და შეღავათის დაწესების შესახებ. ღ) იღებს გადაწყვეტილებებს, ყველა იმ საკითხზე რომელიც ემსახურება კავშირის მიზნებისა და ამოცანების განხორციელებას და არ განეკუთვნება კავშირის სხვა ორგანოების  კომპეტენციას.  
მუხლი 16. კავშირის გამგეობის წევრები
კავშირის გამგეობის წევრებად არჩეულ იქნენ:
1. პავლე აბაიაძე; 2. ბონდო ალასანია; 3. დავით ასათიანი; 4. ინგა ბერიძე; 5. დარიკო თორდია; 6. მანანა კობახიძე; 7. დავით ლანჩავა; 8. თეიმურაზ მესხი; 9. როინ მიგრიაული; 10. ზურაბ ტაბიძე; 11. ბესარიონ ქარცივაძე; 12. ირაკლი ყანდაშვილი.
მუხლი 17. კავშირის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა
17.1 კავშირის ხელმძვანელობის და წარმომადგენლობის უფლებამოსილება გააჩნია  თავმჯდომარეს.  17.2 თავმჯდომარე, რომელიც იმავდროულად არის გამგეობის თავმჯდომარე, არის კავშირის წარმომადგენელი მესამე პირებთან და საერთშორისო ურთიერთობებში. 17.3 კავშირის თავმჯდომარეს და თავმჯდომარის მოადგილეს, 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს კავშირის გამგეობა თავისი შემადგენლობიდან. 17.4 თავმჯდომარის მოადგილე ახორციელებს კავშირის ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილებას, თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში.  17.5 თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე შრომის ანაზღაურებას იღებენ კავშირის სახსრებიდან. 17.6 კავშირის ხელმძღვანელი პირები პასუხისმგებელნი არიან კავშირის მიერ საფინანსო და საბუღალტრო ანგარიშგების სწორად განხორციელებაზე.
მუხლი 18. კავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილებანი
კავშირის თავმჯდომარე: ა) წარმართავს კავშირის საქმიანობას საწესდებო მიზნების მისაღწევად; ბ) წარმოადგენს კავშირს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებსა და სხვა მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში; გ) მართავს და განკარგავს კავშირის ქონებას და პასუხისმგებელია მის სწორ გამოყენებაზე; დ) ხელს აწერს კავშირის ოფიციალურ, მათ შორის ფინანსურ დოკუმენტებს; ე) უძღვება კავშირის საერთო კრებას; ვ)   გამგეობის მიერ დამტკიცებული წესით და საშტატო განრიგის მიხედვით სამსახურში იღებს და ათავისუფლებს აპარატის თანამშრომლებს და სხვა დაქირავებულ პირებს; ზ) კოორდინაციას უწევს პროგრამებისა და პროექტების შედგენას და უზრუნველყოფს მათ რეალიზაციას; თ) კავშირის სახელით დებს გარიგებებს; ი) ადგენს და გამგეობას დასამტკიცებლად წარუდგენს კავშირის  ბიუჯეტის პროექტს; კ) უზრუნველყოფს კავშირის ბეჭდის და სხვა რეკვიზიტების დამზადებას; ლ) ასრულებს კანონმდებლობითა და წესდებით დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 19. კავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა
19.1. კავშირის თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება ახალის არჩევისთანავე. 19.2. კავშირის თავმჯდომარის გადადგომის, ზედიზედ 3 თვის ან წელიწადში 6 თვის ვადით თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ახალი თავმჯდომარის არჩევამდე ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 19.3 თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, გამგეობა ერთი თვის ვადაში ირჩევს ახალ თავმჯდომარეს წესდებით დადგენილი წესით.
მუხლი 20. კავშირის თავმჯდომარე
20.1 კავშირის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა: დავით ასათიანი.
მუხლი 21. კავშირის აპარატი
21.1 კავშირის მართვის ორგანოები თავის საქმიანობას ახორციელებენ აპარატის დახმარებით, რომელსაც ხელმძღვანელობს აპარატის უფროსი. 21.2 აპარატის უფროსს თანანმდებობაზე ნიშნავს გამგეობა. აპარატის უფროსი უძღვება აპარატის მუშაობას და პასუხისმგებელია კავშირის მართვის ორგანოების მიერ  მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.  21.3 აპარატის უფროსის და თანამშრომელთა შერჩევა ხორციელდება გამგეობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  21.4 შერჩევის წარმატებით გავლის შემდეგ, აპარატის უფროსთან და აპარატის მუშაკის კანტიდატთან იდება შრომითი ხელშეკრულებები, რომელსაც კავშირის სახელით ხელს  აწერს კავშირის თავმჯდომარე. 21.5 კავშირის აპარატის საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი და ორგანიზაციული სტრუქტურა მტკიცდება გამგეობის მიერ.  21.6. კავშირის აპარატის უფროსი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგეობის და თავმჯდომარის დავალებებს და მითითებებს; ბ) წარმოადგენს მატერიალურად პასუხისმგებელ პირს და თავის საქმანობისას ანგარიშვალდებულია გამგეობას წინაშე; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დოკუმენტებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ანგარიშვალდებულია ფულადი სახსრებისა და მატერიალური რესურსების გამოყენებაზე; ე) წარმართავს კავშირის აპარატის მუშაობას.
მუხლი 22. კავშირის კომიტეტები და კომისიები
http://glip.ge/cesdebapdf.html Page 4 / 5
22.1. კავშირში იქმნება მუდმივმოქმედი კომიტეტები სამართლის დარგების მიხედვით, სასამართლო პრაქტიკის განზოგადების მიზნით და დროებითი კომისიები იურიდიულ პროფესიაში არსებული პრობლემატური საკითხების ირგვლივ. 22.2 მუდმივმოქმედი კომიტეტები და დროებითი კომისიები იქმნება გამგეობის გადაწყვეტილებით, თავად გამგეობის ან კავშირის წევრთა არანაკლებ 10 წევრიანი ჯგუფის  ინიციატივით. 22.3 მუდმივმოქმედი კომიტეტების და დროებითი კომისიების საქმიანობის წესს (დებულებას) ამტკიცებს გამგეობა.
მუხლი 23. კონფიდენციალურობა
გამგეობის წევრები ვალდებულნი არიან, როგორც თანამდებობაზე ყოფნის განმავლობაში, ასევე თანამდებობის დატოვების შემდგომ არ გაავრცელონ ინფორმაცია, რომელიც  მათთვის ცნობილი გახდა თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე.
მუხლი 24. კავშირის დაფინანსების წყაროები
24.1 კავშირის შემოსავლების წყაროებია:  ა) კავშირის წევრთა მიერ განხორციელებული საწევრო და სხვა მიზნობრივი შენატანები;  ბ) შემოწირულობანი; გ) გრანტით მიღებული ქონება და სახსრები; დ) ეკონომიკური და კანონმდებლობით ნებედართული სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; ე) სასწავლო ცენტრიდან მიღებული შემოსავლები; ვ) სესხით ან კრედიტით მიღებული სახსრები; ზ) კანონით გათვალისწინებული სხვა შემოსავლები.
მუხლი 25. საწევრო შენატანი
25.1 კავშირის ერთ-ერთი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს საწევრო შენატანი.  25.2 საწევრო შენატანი გადაიხდება ფულადი სახით. 25.3 კავშირის გამგეობა ადგენს საწევრო შენატანის გადახდის წესს და ოდენობას, რომელიც უნდა იყოს გონივრულ შესაბამისობაში კავშირის ბიუჯეტით გათვალისწინებულ  აუცილებელ ხარჯებთან.  25.4 გამგეობა განსაზღვრავს კავშირის იმ წევრების შერჩევის კრიტერიუმებს, რომლებზეც უნდა გავრცელდეს საწევრო შენატანისაგან გათავისუფლების და საშეღავათო  საწევროს გადახდის შესაძლებლობა.  
მუხლი 26. კავშირის ქონება (სახსრები) და მათი გამოყენება
26.1. კავშირი საკუთარი საწესდებო მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად იძენს და განკარგავს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებულ ნებისმიერ უძრავ და მოძრავ  ქონებას.  26.2. კავშირის ქონება წარმოადგენს საზოგადოებრივ საკუთრებას. კავშირის წევრებს ან რაიმე ფორმით მასში გაერთიანებულ პირებს უფლება არა აქვთ ასოციაციის ქონებაზე. 26.3. კავშირის უძრავი და მოძრავი ქონება (სახსრები) გამოყენებული უნდა იქნას კავშირის საწესდებო მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად,  აგრეთვე მათი  განხორციელების უზრუნველსაყოფად გამგეობის გადაწყვეტილებით შეიძლება გამოყენებულ იქნას კანონით ნებადართული საწარმოო-სამეურნეო საქმიანობისთვის ან  დაიტვირთოს უფლებრივად. 26.4. კავშირი საკუთარი ქონებით პასუხს არ აგებს ცალკეული წევრის ან ჯგუფის ვალდებულებებზე, ისევე როგორც მისი წევრები არ აგებენ პასუხს კავშირის მიერ აღებულ ვალდებულებებზე. 26.5. კავშირი საკუთარ ვალდებულებებზე პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით.
მუხლი 27. კავშირის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
27.1. კავშირის ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კავშირის წევრთა საერთო კრება. გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა წევრთა ხმების  არანაკლებ 2\3-ს. 27.2. კავშირის რეორგანიზაცია (შეერთება, გაყოფა, გამოყოფა, გარდაქმნა) ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; 27.3. კავშირის ლიკვიდაცია წარმოებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის დროს უნდა დამთავრდეს მიმდინარე საქმეები, დადგინდეს  შესასრულებელი მოთხოვნები და ვალდებულებები, დაკმაყოფილდნენ კრედიტორები და დარჩენილი ქონება გაუნაწილდეს უფლებამოსილ პირებს. 27.4. იმ შემთხვევაში თუ კავშირის წევრები ვერ განსაზღვრავენ ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების მიღებაზე უფლებამოსილ პირს ქონების გადაეცემის საკითხს გადაწყვეტს სასამართლო მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 28. გარდამავალი დებულებები
წესდების პრეამბულა წარმოადგენს მის შემადგენელ და განუყოფელ ნაწილს, მისი შესრულება სავალდებულოა კავშირის არსებობის განმავლობაში. კავშირის ნებისმიერი გადაწყვეტილება, დადგენილება ან დოკუმენტი, რომელიც არღვევს პრეამბულით გათვალისწინებულ დებულებებს, ჩაითვლება წესდების საწინააღმდეგოდ და შესაძლებელია  შეცილებული იყოს ამ საფუძვლით.
 
თბილისი, 12 დეკემბერი, 2009 წელი
 
თავი V. გარდამავალი დებულებები
http://glip.ge/cesdebapdf.html Page 5 / 5